საავტორო მეღვინეობა ჩიტოს ღვინო დაარსდა 2017 წელს. დამაარსებელი და მეღვინე, ნინო ჩიტოშვილი, დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. მეღვინეობაში მოვიდა ღვინის, მუსიკის, ფილოსოფიის, ურთიერთობის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულის გამო. როგორც თავად ნინო აღნიშნავს ღვინო მას ანიჭებს მეტ ემოციერ ჰარმონიას ვიდრე მუსიკა. სწორედ მაგ მიზნით 6 წლის წინ მის ეზოში მარტყოფის აგარაკზე იყო ჩაყრილი პირველი ქვევრები, სადაც იწურება მხოლოდ ორგანული, ნატურალერი ღვინო. ღვინოში აგრეთვე არ გამოიყენება კულტურული საფუარი და არ იფილტრება.
ღვინო გადის ფერმენტაციას და შემდგომ ვინიფიკაციას ქვევრებში 7-9 თვის განმავლობაში. ყველა ღვინო იწარმოება მხოლოდ საკუთარ ვენახებში მოყვანილი ყურძნისგან, რომელიც მდებარეობს კახეთში, სოფელ ვაჩნაძიანში. მიკროზონა მუკუზანი ერთ ერთი საუკეთესოა როგორც წითელი, ასევე ქარვისფერი ღვინის წარმოებისთვის. ჩვენ მოგვყავს საფერავი, რქაწითელი ქისი, ხიხვი და კახური მწვანე.
ყველა ვენახი მოყვანილია ორგანული მოვლის წესით და ღვინო შეესაბამება კატეგორიას "ნატურალერი".
"ჩიტოს ღვინო" არის ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი. კომპანია აწარმოებს წელიწადში 10000 ბოთლამდე. ჩიტოს ღვინო იყიდება: საფრანგეთი, აშშ, დანია, ლატვია, ისრაილი. ყოველწლიურად ჩვენი ღვინო გადის დეგუსტაციას და იყიდება ნიუ იორკის ერთ ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის ბარში Vinyl Wine. ასევე 2021 წლის მოსავლის საფერავმა მოიპოვა ოქროს მედალი საერთაშორისო კონკურსზე.